ფეხბურთი

0:42 | 22.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება "იუვენტუსთან" კვარაცხელიაზე: "მაინც ყველაზე სახიფათოა"

იტალიურმა მედიამ „იუვენტუსთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა. მატჩი 0:0 დასრულდა, ხოლო ქართველი მოედანზე 73-ე წუთამდე იყო.

Calciomercato 5.5 ქულა: „თავიდან თითქოს ანათებს, მაგრამ გაქრა და ნაპერწკლებიც აღარ ჩანდა“.

Eurosport 5.5 ქულა: „თითქოს მზადაა აფეთქებისთვის, მაგრამ განმუხტეს მას შემდეგ, რაც მისი პირადი ინიციატივა „იუვენტუსის“ დაცვის კედელს დაეჯახა“.

Sportmediaset 5.5 ქულა: „ტიაგო მოტამ მის წინ სავონა დააყენა, სივრცე და ტემპი წაართვა. ის ცდილობს ფლანგზე მაქსიმალურად გაწევას, მაგრამ ახალგაზრდა მცველის და კალულუს ხელში ჩაკეტილ სივრცეებში ვერ შეძლო სახიფათო გამხდარიყო. მაკტომინეისა და ლუკაკუსთან შეთამაშება უნდა გაუმჯობესდეს“.

Calcionapoli1926 5.5 ქულა: „როცა ბურთი მას აქვს, ყოველთვისაა განცდა, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს. ზოგჯერ ჯიუტდება და მარტო თამაშობს, მაგრამ ყოველთვის ყველაზე სახიფათოა. თუმცა, მეორე ტაიმში თითქოს მოედანზე არც გასულა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ექვს მატჩში თავი ორი გოლით და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. „ნაპოლის“ 10 ქულა აქვს, მომდევნო მატჩში 26 სექტემბერს, იტალიის თასზე „პალერმოს“ შეხვდება, ხოლო სერია A-ში 29 სექტემბერს, „მონცას“ ეთამაშება.

0.119581