ფეხბურთი

0:11 | 22.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "მესტალიაზე" სხვა ძალა გვაქვს, სეზონში ჩვენი საუკეთესო თამაში იყო"

„ვალენსიას“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „ჟირონასთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქართველი დაასახელეს და მან აღნიშნა, რომ სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარეს.

„დიახ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან ცუდად დავიწყეთ სეზონი, ძალიან რთული თამაშებით და ახლა უნდა გავაგრძელოთ კარგად და „ოსასუნა“ დავამარცხოთ. „მესტალიაზე“ პირველი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან გვეხმარება, სახლში სხვა ძალა გვაქვს და ძალიან გვეხმარება აქ თამაში.

„მესტალია“ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სახლში ყოველთვის კარგად ვთამაშობთ, სხვა გუნდი ვართ, სხვა ძალა გვაქვს. თუმცა, სტუმრადაც ასე უნდა ვითამაშო, ეს არ არის ადვილი, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ. ახლა უნდა აღვიდგინოთ ენერგია და „ოსასუნას“ დასამარცხებლად მთელი ძალით მოვემზადოთ.

ვიცოდით, რომ „ჟირონამ“ პსჟ-სთან ცოტა ხნის წინაა და რთულ მატჩს ველოდით. ამ სეზონში საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. დაცვაშიც საუკეთესო თამაში გვქონდა, ჩვენი საქმე გავაკეთეთ““, - თქვა გიორგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ ამ გამარჯვებით ბოლო ადგილს თავი დააღწია, 4 ქულა აქვს და მე-18 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 24 სექტემბერს, „ოსასუნას“ უმასპინძლებს.

0.1258