ფეხბურთი

22:44 | 21.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის შესანიშნავი გოლი ჯარიმით ბოსნიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ბოსნიის ჩემპიონატში გიორგი გულიაშვილმა კიდევ ერთხელ გაიტანა. „სარაევომ“ მეშვიდე ტურში სტუმრად „ბორაცი“ 1:0 სწორედ ქართველის გოლით დაამარცხა.

გიორგიმ მე-14 წუთზე საჯარიმო დარტყმით გაუტანა მეტოქეს და მატჩის ბედი გადაწყვიტა. მან მეექვსე შეხვედრაში მეექვსედ გაიტანა და ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს. მიმდინარე სეზონში 23 წლის შემტევმა კონფერენს ლიგაზეც მიითვალა 1 გოლი.

„სარაევო“ 16 ქულით ლიდერობს ბოსნიის ჩემპიონატს და 25 სექტემბერს, „ზელეჟნიჩარს“ უმასპინძლებს.

0.118574