ფეხბურთი

22:20 | 21.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" პირველი მოგება და მამარდაშვილის მშრალი მატჩი სეზონში
მატჩის MVP მამარდაშვილი გახდა

„ვალენსიამ“ როგორც იქნა, მიმდინარე სეზონში თამაში მოიგო. რუბენ ბარახას გუნდმა მეექვსე ტურში საკუთარ მოედანზე „ჟირონა“ 2:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.

მეორე ტაიმის სტარტზე, სამწუთიან ინტერვალში ლუის რიოხას და დანი გომესის გოლებით „ღამურებმა“ კატალონიელებს აჯობეს და გაიმარჯვეს. გიორგი მამარდაშვილმა თავისი გუნდი სამჯერ გადაარჩინა და მიმდინარე სეზონში კარი მშრალად პირველად შეინახა.

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი კარის დარაჯი დაასახელა.

„ვალენსიამ“ ამ გამარჯვებით ბოლო ადგილს თავი დააღწია, 4 ქულა აქვს და მე-18 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 24 სექტემბერს, „ოსასუნას“ უმასპინძლებს.

0.112694