„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერმა ბაზარზე კლუბის მუშაობა შეაფერხა, რადგან მის გაყიდვაზე იყო დამოკიდებული ახალი ფეხბურთელების შეძენა.
„ჩვენთვის სატრანსფერო ბაზარმა გარკვეულწილად რთულად ჩაიარა. შეფერხება გვქონდა ოსიმენის და სხვა ფეხბურთელების მდგომარეობის გამო, რომელთა წასვლით უნდა დაგვეფინანსებინა ახალი ფეხბურთელების ტრანსფერები. თუმცა, პრეზიდენტის წინდახედულობის წყალობით, ჩვენ მივაღწიეთ იმ მიზნებს, რაც დასახული გვაქვს და ახლა ვიმედოვნებთ, რომ მოედანზე სიმართლე გამოჩნდება.
ოსიმენთან დაკავშირებულმა სიტუაციამ ჩვენზე იმოქმედა. მას აღარ სურდა „ნაპოლიში“ თამაში და მტკიცედ სურდა წასვლა. თავდაპირველად მისი ტრანსფერისთვის პირობები არ იყო, მაგრამ გვჭირდებოდა სიმეონესა და რასპადორისგან განსხვავებული მახასიათებლების შემტევი, რომელიც მწვრთნელის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. ამიტომაც, დავაჩქარეთ ლუკაკუს ტრანსფერი.
თავიდან ჩვენ არ ვიყავით მზად იჯარისთვის, რაც სხვა გუნდებთანაც განიხილებოდა, მაგრამ შემდეგ წინ „გალათასარაი“ გამოვიდა, როდესაც იტალიაში ბაზარი დაიხურა და ჩვენ ვიპოვეთ გამოსავალი, რომელიც ყველასთვის შესაფერისი იყო. ცხადია, ჩვენ გვინდოდა ოსიმენის გაყიდვა.
რა განსხვავებაა „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ შორის? ორ განსხვავებულ რეალობაზე ვსაუბრობთ. აქ ხალხის სიყვარული წარმოუდგენელია და იმედი მაქვს, კარგ მატჩს ვიხილავთ. „ნაპოლი“ გზას გადის, „იუვე“ ისტორიულად გამარჯვებისთვის შექმნილი გუნდია, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია და ჩემპიონთა ლიგის მატჩიც დამსახურებულად მოიგო. ჩვენთვის ახალი ეტაპია, რთული სეზონიდან მოვდივართ და მხოლოდ კარგზე უნდა ვიფიქროთ“, - თქვა მანამ.