ფეხბურთი

23:08 | 20.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო მოტა: "კვარაცხელიას სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ"

ტურინის „იუვენტუსის“ მწვრთნელმა ტიაგო მოტამ „ნაპოლისთან“ მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მეტოქეს ბევრი სივრცე არ დაუტოვონ, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას მისი გამოყენება კარგად შეუძლია.

„ჩვენ ყოველთვის გუნდურად ვთამაშობთ, მყარად, პრესინგსაც ერთად ვთამაშობთ. ხაზებს შორის მეტოქეს ბევრი სივრცე არ უნდა მივცეთ, იქ თამაში კვარას შეუძლია, მას ლუკაკუც კარგად ეხმარება. ვეცდებით თამაში ისე წარვმართოთ, რაც ჩვენთვის შესაფერისია.

არ ვიცი, მე მხოლოდ ჩემს ბიჭებზე შემიძლია საუბარი, სხვა გუნდის ფეხბურთელებზე საუბრის უფლება არ მაქვს. გარწმუნებთ, რომ ჩემი ფეხბურთელები განზრახ არ უხეშობენ, ჯანსაღი ბიჭები არიან, რომლებსაც ფეხბურთის თამაში ყოველთვის ბურთით სურთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ჩემი ბიჭები მოედანზე უმიზეზოდ არასდროს ეცემიან, ცდილობენ ფეხზე დარჩნენ და ფეხბურთის წესებს პატივი სცენ. სხვებზე საუბარი კი, უბრალოდ არ შემიძლია. თუ უბრალოდ მეკითხებით ზოგადად, კონკრეტული ფეხბურთელების დასახელების გარეშე, მე ყოველთვის ვიცავ თამაშის წესებს, სახიფათო ჯარიმები არ არის კარგი, შეგახსენებთ, რომ წარსულში ეს საკმაოდ ხშირი იყო, მაგრამ ახლა უკვე VAR-იც, შეიძლება ითქვას, ეს პრობლემა აღმოიფხვრა. დროის გაყვანასთან დაკავშირებით, გვაქვს ყველას მსჯელობა, როგორ შეიძლება ეს სიტუაცია გავაუმჯობესოთ. კიდევ ერთი ასპექტია - სიმულაცია. უხეში დარღვევა არ უნდა იყოს ფეხბურთში, მაგრამ არც სიმულაცია, როცა ფეხბურთელი მოედანზე თეატრს დგამს და ეს კარგი არ არის. ყველამ უნდა ვიმუშაოთ და პატივი ვცეთ თამაშის წესებს, რადგან გულშემატკივარს თამაშის და ფეხბურთის ყურება სურს, არა მარტო მათ, ვინც სტადიონზეა, არამედ მათაც, ვინც ტელევიზორიდან უყურებს თამაშს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ და „ნაპოლის“ მატჩი 21 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.114035