ფეხბურთი

21:42 | 20.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფლორიან ვირცი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად „ბაიერის“ ნახევარმცველი ფლორიან ვირცი დაასახელეს.

21 წლის ნახევარმცველმა ლიგის პირველი ტურის მატჩში „ფეიენოორდის“ წინააღმდეგ ორი გოლი გაიტანა (4:0).

კენჭისყრით ვირცმა მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელ ჰარი კეინს გაუსწრო , რომელმაც ზაგრების „დინამოსთან“ პოკერი შეასრულა (9:2). გერმანელმა ასევე აჯობა მადრიდის „ატლეტიკოს“ ანტუან გრიზმანს და „დორტმუნდის“ ჯეიმი ბაინო-გიტენსს.

0.119956