სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
თამაშგარე

15:25 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა და დიმიტროვი არ დაშორებიან

ცოტა ხნის წინათ, ტაბლოიდების გავრცელებულ “ჭორ-მართალს“ სახელგანთქმულ რუს ჩოგბურთელ მარია შარაპოვაზე, თითქოს ის თავის ბოიფრენდ, ასევე ჩოგბურთელ გრიგორი დიმიტროვს დაშორდა, თავად მარია შარაპოვამ უპასუხა.

შარაპოვაც და დიმიტროვიც ჩინეთის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირებში ასპარეზობდნენ. როგორც მარიამ ჟურნალ international buzness time-ის ჟურნალისტებს განუცხადა, მის პირად ცხოვრებაში ცვლილებები არ არის და ყველაფერი კარგადაა.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს და უთხრა, რომ აფასებს მისდამი პრესის ყურადღებასა და ზრუნვას. მეტიც - ბოდიშიც კი მოუხადა შეწუხებისთვის...

ისე კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრესა ამით ძალიან წუხდებოდეს. ის ხომ პირიქით - ყოველთვის ასეთ “გემრიელ საკბილოს ეძებს“, მკითხველმა რომ “ჩაიტკბარუნოს პირი“...

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.124238