ჭადრაკი

10:15 | 20.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საჭადრაკო ოლიმპიადა: საქართველოს ნაკრებების ყაიმები მერვე ტურში

ბუდაპეშტში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მერვე ტურში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა ნიდერლანდების გუნდთან.

აღსანიშნავია, რომ ქართველები თავიდან მატჩში ორი გამარჯვებით დაწინაურდნენ: ნიკოლოზ კაჭარავამ იორდენ ვან ფორესტი დაამარცხა, ხოლო ლუკა პაიჭაძემ ერვინ ლ’ამი დაჯაბნა. პარტიები წააგეს მიხეილ მჭედლიშვილმა და ბაადურ ჯობავამ.

ვაჟების მსგავსად, საქართველოს ქალთა ნაკრებმაც მერვე ტურის მატჩი ყაიმით დაასრულა. ბუდაპეშტში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის, მერვე ტურში, ჩვენი ქალების მეტოქე ბულგარეთის გუნდი გახლდათ.

8 ტურის შემდეგ ოლიმპიადას, 14-14 ქულით ლიდერობენ: ინდოეთი, პოლონეთი და ყაზახეთი. საქართველოს ქალთა გუნდი 12 ქულით VII - XVII ადგილებს ინაწილებს.

0.116045