ფეხბურთი

0:56 | 20.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა.

ავსტრიის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დებიუტანტ „ბრესტს“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში 1:2 წააგო.

„შტურმის“ ერთადერთი გოლი, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა, კიტეიშვილის წამოწყებულ შეტევას მოჰყვა. გრაცელებმა ამ გოლით ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში მეორედ გაუშვეს და მეორედ ვეღარ გაათანაბრეს.

კიტეიშვილი მოედანზე 78-ე წუთამდე იყო. „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 2 ოქტომბერს, „ბრიუგეს“ უმასპინძლებს.

0.124143