ფეხბურთი

16:50 | 19.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელმა ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ „ნორვიჩ სიტისთან“ მატჩამდე გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ხვალინდელი ვარჯიში გამოაჩენს, მოახერხებს თუ არა, ქართველი უახლოეს შეხვედრაში თამაშს:

„ტრავმა ბევრად სერიოზული ჩანდა, ვიდრე არის. ეს იყო ზურგის სპაზმი, რაზეც მას კარგი რეაქცია ჰქონდა. გუნდთან ერთად ჯერ ვარჯიშობს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მატჩისთვის ხელმისაწვდომი იქნება. შანსი 50-50%-ზეა, ვნახოთ, ხვალ როგორ მოახერხებს ვარჯიშს“, - თქვა ქლევერლიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ზურგის დაზიანება „ქოვენთრი სიტისთან“ შეხვედრაში მიიღო, მაგრამ დაზიანება არ არის ისეთი მძიმე, როგორიც თავიდან ერთი შეხედვით ჩანდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.114164