ფეხბურთი

10:26 | 19.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „დე ბრუინი ტრავმირებულია, ამიტომ შევცვალე“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის შემტევი ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის ჯანმრთელობაზე ისაუბრა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლების სეზონის პირველი ტურის „ინტერთან“ მატჩის შესვენებაზე შცვალა (0:0).

„კევინი ტრავმირებულია. მის მდგომარეობაზე მეტ ინფორმაციას ხუთშაბათს გავიგებ. დაუბრუნდება „არსენალთან“ მატჩამდე? ვნახოთ, რა მოხდება ხვალ“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

33 წლის დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 387 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 103 ბურთი გაიტანა და 171 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.134928