ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღე ორი მატჩით გაიხსნა. პრაღის „სპარტამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო დოცენკის „შახტარი“ „ბოლონიასთან“ ქულას დასჯერდა.
„სპარტამ“ „ზალბურგი“ ყველაფერში დაჯაბნა და ძალიან იოლად გაიმარჯვა. კაირინენმა და ოლატუნჯიმ პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი, ხოლო ნახევარში ალბანელმა ქაზიმ ლაჩიმ თამაშს წერტილი დაუსვა - 3:0.
„სპარტა“ მეორე ტურში სტუმრად „შტუტგარტს“ შეხვდება, ხოლო „ზალცბურგი“ „ბრესტს“ უმასპინძლებს.
„ბოლონიამ“ საკუთარ მოედანზე „შახტარს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ფლობდა, საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა. თუმცა, ყველაზე რეალური შანსი უკრაინელებს ჰქონდათ, რომლებმაც მესამე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს, მაგრამ სუდაკოვმა მეკარეს ვერ აჯობა. საბოლოოდ, ნულოვანი ფრე და გუნდებმა ქულები გაიყვეს. დონეცკელთა რიგებში არ უთამაშია ირაკლი აზაროვს, რომელიც სათადარიგო სკამზე იყო.
„ბოლონია“ მეორე ტურში სტუმრად „ლივერპულს“ შეხვდება, ხოლო „შახტარი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს.
„სპარტა“ – „ზალცბურგი“ 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 კაირინენი (2), 2:0 ოლატუნჯი (42), 3:0 ლაჩი (58)
„ბოლონია“ – „შახტარი“ 0:0 (0:0)