„რომას“ მთავარ მწვრთნელად ივან იურიჩი დაინიშნა. ხორვატმა სპეციალისტმა გუნდი უკვე ავარჯიშა.
49 წლის იურიჩმა დანიელე დე როსი შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.
ივან იურიჩი 2021-2024 წლებში „ტორინოს“ მთავარი მწვრთნელი იყო, მანამდე კი, „ვერონაში“, „ჯენოაში“, „კროტონესა“ და „მანტოვაში“ მუშაობდა.
„რომას“ იტალიის სერია A-ში ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს მოპოვებული (3 ფრე, 1 წაგება).