ფეხბურთი

12:15 | 18.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფონსეკა: "მეორე გოლის შემდეგ არ გვითამაშია"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „ლივერპულთან“ მარცხის (1:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეორე გოლის გაშვების შემდეგ თამაში შეწყვიტეს და ასეთ მატჩებში ყველაფერს დეტალები ცვლის.

„დიდებული გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ მათ ორი გოლი გაიტანეს სტანდარტებიდან, რამაც შეცვალა თამაში და ჩვენი მენტალური ბალანსი. ასეთი ტიპის მატჩებში შეცდომის დაშვება არ შეიძლება, რადგან დეტალები გადამწყვეტია.

გულწრფელი უნდა ვიყო: „ლივერპული“ ამ მომენტში ჩვენზე მეტად შეთამაშებული გუნდია. უნდა ვიმუშაოთ, რომ კარგად არა მხოლოდ 20 წუთი, არამედ 70-80 წუთი მაინც ვითამაშოთ. მეორე გოლის შემდეგ აღარ გვითამაშია და ასე რთულია“, - თქვა ფონსეკამ.

0.114277