ფეხბურთი

14:10 | 17.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მორატა „მილანისა“ და „ლივერპულის“ თამაშის შესახებ: „ასეთი მატჩები ისტორიაში შედის"

„მილანის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ეტაპის 1-ლი ტურის მატჩის მოლოდინი გაუზიარა ჟურნალისტებს.

„აქ მოსვლის შემდეგ ვოცნებობდი ასეთ მატჩებზე. შეგვეძლო შეხვედრა ნახევარფინალში, ან თუნდაც ფინალში. ყველაზე დიდი სურვილი მაქვს, კარგად გამოვიდე და გულშემატკივრებს სიამაყის საფუძველი მივცე. „ლივერპულთან“ მსგავსი მატჩები ისტორიაში შედის.

ჩემპიონთა ლიგა არის ჩემპიონთა ლიგა. არ აქვს მნიშვნელობა როგორ მოხვდი ამ ტურნირზე, აქ ევროპის საუკეთესო კლუბები ასპარეზობენ. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ“, - ციტირებს მორატას სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

„მილანი“ – „ლივერპულის“ მატჩი დღეს, 17 სექტემბერს გაიმართება მილანში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115775