ფეხბურთი

12:53 | 17.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ შეაქო ვენსან კომპანის მუშაობა გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა გუნდში მწვრთნელის ვენსან კომპანის მუშაობის შესახებ აზრი გამოთქვა.

„ის კარგია „ბაიერნისთვის.“ ზუსტად იცის რა სურს და არ აქცევს ყურადღებას რაც გარეთ ხდება, თუმცა „ბაიერნის“ ირგვლივ ყოველთვის არეულობაა. ვენსანმა თავისი თამაშის სტილით აჩვენა „ბარნლიში,“ რომ მას შეეძლო ამის გაკეთება. ეს აქტივობა, ენერგია, მაღალი დაცვა, ეს არის ის, რაც ვნახეთ პირველ რამდენიმე კვირაში და რაც უნდა გაგრძელდეს მომდევნო თვეებში“, - ციტირებს Bayern&Germany ებერლს სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

შეგახსენებთ, რომ ვენსან კომპანი „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად 2024 წლის მაისში დაინიშნა. კლუბის პირველი ოთხი მატჩი კომპანის ხელმძღვანელობით გამარჯვებით დასრულდა.

0.136642