ინგლისური კლუბები მიიჩნევენ, რომ ქულების შესაძლო ჩამორთმევა არ იქნება საკმარისი სასჯელი „მანჩესტერ სიტისთვის“ ფინანსური დარღვევების გამო- წერს The Telegraph.
კლუბების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქულების ერთჯერადი დაკლება - თუნდაც ამან „სიტის“ კლასით დაქვეითება გამოიწვიოს - არ იქნება საკმარისად მკაცრი სასჯელი, თუ ბრალდებების უმეტესი ნაწილი დამტკიცდება.
ალტერნატიული სასჯელის სახით, პრემიერლიგის ერთ-ერთმა გავლენიანმა საფეხბურთო ფიგურამ შესთავაზა „მანჩესტერ სიტისთვის’ ქულების გამოკლება ზედიზედ რამდენიმე სეზონის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგა „მანჩესტერ სიტის“ ფინანსური წესების მრავალრიცხოვან დარღვევაში ადანაშაულებს, რაც, მათი თქმით, 2009/2010 წლების სეზონიდან 2017/2018 წლების სეზონამდე მოხდა. საქმე მოიცავს 100-ზე მეტ ეპიზოდს, რომლებშიც კლუბმა, სავარაუდოდ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდა თავისი შემოსავლების, ხარჯების, ასევე მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ხელფასების შესახებ.