ყოფილი ფეხბურთელის და ახლა უკვე ჟურნალისტის, სტეფანო იმპალომენის განცხადებით, „კალიარის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი განსაკუთრებული იყო.
მისი თქმით, მსგავსი გოლები თანამედროვე ფეხბურთში იშვიათია და წარსული გაახსენა.
„პირველი, რაც ბოლო ტურიდან ჩემს გონებაშია, კვარაცხელიაა, რომელმაც სხვა ეპოქის გოლი გაიტანა. ამ გოლმა აღმაფრთოვანა“, - თქვა იმპალომენიმ.