„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მ გამოარჩია. ზურიკოს თამაში 7 ქულით შეფასდა.
დავითაშვილმა „ლილის“ წინააღმდეგ საგოლე პასი მიითვალა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (1:0).
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენს“ ზაფხულში შეუერთდა და ოთხ მატჩში მან ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.