ფეხბურთი

1:09 | 16.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის "ვალენსია" ატლეტიკოსთან" დამარცხდა და ისევ ბოლო ადგილზეა

„ვალენსიამ“ სეზონი კოშმარულად დაიწყო - ხუთ ტურში ერთი ქულა და ბოლო ადგილი. მართალია, რუბენ ბარახას გუნდს რთული კალენდარი ჰქონდა, მაგრამ ეს მაინც მძიმე შედეგია.

ლა ლიგის მეხუთე ტურში „ლოს ჩე“ სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“ უშანსოდ, 0:3 დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილის კარში გოლები კონორ გალაჰერმა, ანტუან გრიზმანმა და ხულიან ალვარესმა გაიტანეს.

ქართველს ორი სეივი ჰქონდა, ხოლო გაშვებულ გოლებში მისი დადანაშაულება რთულია. უბრალოდ, „ვალენსიას“ ძალიან სუსტი დაცვის ხაზი ჰყავს და თუ არაფერი გამოსწორდა, ლა ლიგაში დარჩენაც ურთულესი ამოცანა იქნება.

როგორც ვთქვით, „ვალენსია“ ერთადერთი ქულით ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში 21 სექტემბერს, „ჟირონას“ უმასპინძლებს.

0.116635