რუსეთის პრემიერლიგის მერვე ტურში მოსკოვის „დინამომ“ გროზნოს „ახმატი“ 4:2 დაამარცხა, ლუკა გაგნიძემ კი გოლი გაიტანა.
ქართველი ნახევარმცველი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე ჩაერთო თამაშში, 99-ე წუთზე კი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს გაგნიძის მეორე გოლია მიმდინარე სეზონში (მეოთხე მატჩში).
მოსკოვის „დინამო“ 16 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 22 სექტემბერს, „სპარტაკს“ ესტუმრება.