ძიუდო

20:00 | 15.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი ჯაფარიძის ბრინჯაოს მედალი ზაგრების გრან პრიზე

ძიუდოში ზაგრების გრან პრიზე საქართველომ ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ბოლო საშეჯიბრო დღეს ბრინჯაო აკაკი ჯაფარიძემ მოიპოვა. 90 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ისრაელის წარმომადგენელ როი სივანსა და სლოვაკ პეტერ ჟილკას აჯობა, შემდეგ უნგრელ პეტერ საფრანისთან წააგო, მაგრამ ჯერ რეპეშაჟის პირველი წრე გაიარა, მერე მედლისთვის შეხვედრაში სამხრეთკორეელ ლუნგო ლის მოუგო.

ამავე წონაში ბრინჯაოსთვის ბრძოლაში განიცადა მარცხი გიორგი ჯაბნიაშვილმა და ერთი ნაბიჯი დააკლდა მედლამდე.

საქართველომ ზაგრების გრან პრიზე ორი ბრინჯაო მოიპოვა, რომლებიც აკაკი ჯაფარიძის და თენგო ზირაქაშვილის აქტივშია.

0.133597