ჩოგბურთი

17:50 | 15.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა დევისის თასზე მექსიკა დაამარცხა

დევისის თასის მსოფლიოს მეორე ჯგუფში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მექსიკა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

მზიურის კორტებზე შეხვედრა 14 სექტემბერს დაიწყო, როცა საბა ფურცელაძემ ალან ფერნანდო რუბიოსთან წააგო (6:7, 4:6), ხოლო ალექსანდრე ბაკშიმ როდრიგო პაჩეკო მენდესს აჯობა (7:6, 7:6), შესაბამისად, პირველი დღის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო - 1:1.

დღეს, წყვილებში, ბაკშის და ზურაბ ტყემალაძის დუეტმა 6:1, 1:6, 6:3 სძლია რეიეს ვარელას და პაჩეკო მენდესის წყვილს, ხოლო შემდეგ ფურცელაძე მენდესთან დამარცხდა და ანგარიში კიდევ გათანაბრდა - 2:2.

გადამწყვეტი შეხვედრა ალეკსანდრე ბაკშის გამარჯვებით დასრულდა რუბიო ფიეროსთან 6:3, 7:6 და საქართველოს ნაკრებმაც მექსიკის ძლევა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124704