ჯორჯო კიელინი ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდა. 40 წლის იტალიელი მშობლიურ კლუბში ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგში იმუშავებს.
კიელინის მჭიდრო კავშირი ექნება კლუბის აღმასრულებელ დირექტორ მაურიციო სკანავინოსთან. ჯორჯო ამ პოზიციაზე მუშაობით გამოცდილებას მიიღებს, რათა სამომავლოდ „იუვეს“ ხელმძღვანელობაში უფრო პრესტიჟული პოსტიც მიიღოც.
ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005-2022 წლებში თამაშობდა და 561 მატჩში 36 გოლი გაიტანა. მან საფეხბურთო კარიერა შარშან ამერიკულ „ლოს ანჯელესში“ დაასრულა.