სხვა

13:32 | 15.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი: "მე ისევ ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, მაგრამ UFC-ში საუკეთესო"

მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალისთან გამარჯვების და UFC-ს ქამრის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მწვრთნელებს მადლობა, ალჯო მიყვარხარ, რეი ლონგო მიყვარხარ. მეტ სერა ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. ქამრისთვის ვიბრძოდი, მაგრამ თითქოს ეს არ იყო განსხვავებული დღე. დღეში ორჯერ ვვარჯიშობ, მძიმე შრომა გადავიტანე წონის დაკლებისთვის, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი დღე იყო, რადგან ენერგია არ დამიხარჯავს. მგონია, რომ სიზმარში ვარ. საუკეთესო ყოველთვის ვერ იმარჯვებს, მაგრამ მე დღეს UFC-ში საუკეთესო ვარ.

12 წელი ვშრომობდი საამისოდ, ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, დანა უაითმა ჩემი ცხოვრება შეცვალა, აქ მომიყვანა და ახლა ჩემპიონი ვარ. ჩემს ქვეყანაში ბევრი ადამიანის შთაგონების წყარო გავხდი, მაგრამ ისე მუშა ვარ. ომალი ფიქრობდა, რომ ჩემზე უკეთესი იყო, მაგრამ არავინაა ვინმეზე უკეთესი, ყველას პატივი უნდა ვცეთ“, - თქვა მერაბმა.

0.115309