ფეხბურთი

22:11 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძის შესანიშნავი თამაში "იუვენტუსის" წინააღმდეგ

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში „ემპოლიმ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა, ხოლო საბა გოგლიჩიძემ უბრალოდ, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

ეს 20 წლის ქართველისთვის სულ მეორე შეხვედრა იყო იტალიის ჩემპიონატში, მაგრამ ისე ითამაშა, როგორც ძალიან გამოცდილმა მცველმა. საბას 7 ქულა ერგო შეფასებად, ერთ-ერთი საუკეთესო თანაგუნდელთა შორის.

„იუვენტუსმა“ კი სტარტზე ორი მოგების შემდეგ მორიგი ზედიზედ მეორედ დაკარგა ქულები და ისევ კოშმარული ფეხბურთი აჩვენა. ტურინულ გრანდს ჩემპიონობის ამბიცია აქვს, მაგრამ ამ თამაშით ძალიან გაუჭირდება, მეტიც, უშანსოდ იქნება.

შეხვედრა ლოგიკური ნულოვანი ფრით დასრულდა. მოგება „ემპოლის“ შეეძლო, ბოლო წუთზე მაგარი მომენტი ჰქონდა და „იუვე“ ფედერიკო გატიმ იხსნა. ტოსკანელთა რიგებში გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო საბა საზონოვი ისევ სათადარიგო სკამზე იყო.

„იუვენტუსს“ ოთხ ტურში 8 ქულა აქვს და 21 სექტემბერს, „ნაპოლის“ უმასპინძლებს, ხოლო „ემპოლის“ აქტივში 6 ქულაა და მომდევნო ტურში 20 სექტემბერს, „კალიარის“ ესტუმრება.

0.112657