ფეხბურთი

17:51 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" ადვილი გამარჯვება "საუთჰემპტონთან"

ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტური „საუთჰემპტონის“ და „მანჩესტერის“ მატჩით გაიხსნა, რომელიც სტუმრებმა 3:0 მოიგეს.

33-ე წუთზე „წმინდანებს“ ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, მაგრამ არჩერმა პენალტი ვერ გაიტანა, რისთვისაც მისი გუნდი დაისაჯა. 8 წუთის შემდეგ „მანჩესტერი“ უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდა. სადებიუტო გოლი შეაგდო მატეის დე ლიხტმა, ხოლო მალევე მარკუს რაშფორდმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მატჩის მიწურულს მასპინძლები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ალეხანდრო გარნაჩომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 6 ქულით ამ დროისთვის მეშვიდე ადგილზეა, ხოლო „საუთჰემპტონს“ საშინელი სტარტი აქვს და უქულოდაა.

0.109937