„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა „შალკესთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ბუდუ ზივზივაძეზე გერმანულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
როგორც გერმანელმა აღნიშნა, ფანების რეაქციიდან ჩანს, თუ რამდენად პოპულარულია ბუდუ „კარლსრუეში“:
„ვფიქრობ, უბრალოდ ყოველთვის უნდა მოუსმინოთ გულშემატკივარს, თუ რამდენად პოპულარულია და რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს. ის აქ პირველივე დღიდან უყვართ, ამიტომაც, მისთვის ბრწყინვალე სიტუაციაა, მაგრამ რა თქმა უნდა, ასევე, ჩვენთვისაც“, - აღნიშნა აიხნერმა.
შეგახსენებთ, რომ II ბუნდესლიგის ხუთ ტურში ბუდუ ზივზივაძის აქტივში 6 გოლი და 1 საგოლეა პასია, რითაც ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. ქართველი ცაციაა, მაგრამ ექვსივე გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა. მან „შალკესთან“ დუბლამდე ჰეთ-თრიქი შეასრულა „ნიურნბერგთან“, ერთიც ბრაუნშვაიგის „აინტრახტს“ გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველა გოლი მისი გუნდისთვის გამარჯვების მომტანი იყო. აქვე ვახსენოთ, რომ გერმანიის თასზე აქვს თითო გოლი და საგოლე პასი ერთ მატჩში. შესაბამისად, ბუდუმ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო.
„კარლსრუეს“ ხუთ ტურში 13 ქულა აქვს და ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 22 სექტემბერს, „მაგდებურგს“ სტუმრად შეხვდება.