„კრაკოვიას“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ კროჩეკმა „პოგონთან“ მატჩის წინ ოთარ კაკაბაძეზე ისაუბრა.
ქართველ მცველს, პოლონეთის ნაკრების ყოფილი წევრის, კამილ გროსიჩკის წინააღმდეგ თამაში მოუწევს, რომლის შეჩერებაზეც დასმულ შეკითხვაზე პოლონელმა სპეციალისტმა თქვა:
„ოთარ კაკაბაძე საქართველოს ნაკრების წევრია და აბსურდი იქნება ვიფიქრო, რომ კამილ გროსიჩკის ვერ შეაჩერებს. საუბარია ფეხბურთელზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა. მჯერა მისი და რომ შეძლებს კარგად თამაშს“, - აღნიშნა კროჩეკმა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა, ხოლო „კრაკოვია“ 13 ქულით მეხუთე ადგილზეა.