სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:45 | 13.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფანტასტიკური ზივზივაძე: ბუდუს დუბლით "კარლსრუემ" "შალკე" დაამარცხა
ბუდუს მიმდინარე სეზონში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი

გერმანიის II ბუნდესლიგის მეხუთე ტურში „კარლსრუემ“ გელზენკირხენის „შალკე“ ბუდუ ზივზივაძის დუბლით 2:0 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც 78 წუთი ითამაშა, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მან ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გახსნა, როცა სამ მცველს აჯობა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, გოლიც შეაგდო. 73-ე წუთზე ბუდუმ ახლო მანძილიდან ცარიელ კარში ადვილად მოახერხა გატანა და დუბლი გაიფორმა.

სხვათა შორის, ზივზივაძემ 48-ე წუთზეც შეაგდო, მაგრამ სანამ მას პასს გაუკეთებდნენ, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და გოლი არ ჩაითვალა. ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო პირველ ნახევარში და 78-ე წუთზე სტადიონის ტაშის ფონზე შეცვალეს.

II ბუნდესლიგის ხუთ ტურში ზივზივაძის აქტივში 6 გოლი და 1 საგოლეა პასია, რითაც ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. ქართველი ცაციაა, მაგრამ ექვსივე გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა. მან „შალკესთან“ დუბლამდე ჰეთ-თრიქი შეასრულა „ნიურნბერგთან“, ერთიც ბრაუნშვაიგის „აინტრახტს“ გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველა გოლი მისი გუნდისთვის გამარჯვების მომტანი იყო. აქვე ვახსენოთ, რომ გერმანიის თასზე აქვს თითო გოლი და საგოლე პასი ერთ მატჩში. შესაბამისად, ბუდუმ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო.

„კარლსრუეს“ ხუთ ტურში 13 ქულა აქვს და ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 22 სექტემბერს, „მაგდებურგს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.141714
სარეკლამო ადგილი - 99
X x X