ლონდონის „ჩელსიმ“ ნიკოლას ჯექსონს კონტრაქტი 2033 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
სენეგალელი ფორვარდის ხელშეკრულება ძალაში 2031 წლამდე იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, მასთან კიდევ ორი წლით განაახლეს თანამშრომლობა.
ჯექსონი „ჩელსიმ“ ერთი წლის წინ „ვილიარეალიდან“ 30 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ 44 მატჩში 17 გოლი გაიტანა.