ჭადრაკი

0:32 | 13.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებებმა წარმატებული სტარტი აიღეს

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მეორე ტურში, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა კოსტა-რიკის ნაკრები 4:0 დაამარცხა.

მიხეილ მჭედლიშვილმა, ნიკოლოზ კაჭარავამ, ბაადურ ჯობავამ და ლუკა პაიჭაძემ მოახერხეს თავიანთი პარტიების მოგება. ვაჟთა ნაკრებმა პირველ ტურშიც მოიგო, ასევე მშრალად, 4:0 ჯერსის მოჭადრაკეთა გუნდს სძლია.

ქალთა ნაკრებმა 3:1 აჯობა მონტენეგროს ნაკრებს ნანა ძაგნიძის, ნინო ბაციაშვილისა და ბელა ხოტენაშვილის მოგებული პარტიების წყალობით. ქალთა ნაკრებიც ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოა, მათ პირველ ტურში არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრები 4:0 დაამარცხა.

0.121645