სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელი „ინტერის“ თავდამსხმელი მარკუს ტურამი გახდა.
ფრანგმა ფეხბურთელმა აგვისტოში იტალიის ჩემპიონატში სამი მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, მან დუბლი შეასრულა ორჯერ „ჯენოას“ და „ატალანტას“ წინააღმდეგ.
ნომინანტებს შორის ხვიჩა კვარაცხელიაც იყო, თუმცა მას ტურამმა აჯობა და ფრანგს 22 სექტემბერს, „მილანთან“ მატჩის წინ ჯილდოს გადასცემენ. კვარას გარდა ნომინანტებში იყვნენ მატეო რეტეგი, დუშან ვლაჰოვიჩი, დენის მანი და საულ კოკო.
ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს თვის MVP-ის ჯილდო სამჯერ აქვს მოგებული, სამჯერვე 2022-2023 წლების სეზონში (აგვისტო, თებერვალი, მარტი).