ფეხბურთი

19:28 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ნაპოლიმ" აჩვენა, რომ სკუდეტოს მოგება ვალების გარეშეც შეიძლება"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მისი კლუბი თანამედროვე ფეხბურთში განსხვავებულია, რადგან წარმატებას ვალების გარეშე მიაღწია.

„აძურის“ მფლობელი ასევე დარწმუნებულია, რომ მის კლუბს ნათელი და წარმატებული მომავალი აქვს:

„ვხედავ გამოწვევებით და შესაძლებლობებით სავსე მომავალს. მოკლე პერიოდში ასევე გვაქვს 100 წლის იუბილე და გვინდა ეს ეფექტური იყოს. მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი 20 წელია ვარ, ჯერ შოუ არ დაწყებულა.

ვინც ამბობს, რომ „ნაპოლი“ ფეხბურთელებისთვის უბრალოდ გარდამავალი ეტაპის კლუბია, იტყუება. დღეს კლუბი არ არის მხოლოდ ის, რომელიც ფეხბურთელებს გრანდებისთვის ამზადებს, არამედ თავად შეუძლია მაღალი დონის ფეხბურთელების დამატება და შენარჩუნება. ჩვენთან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელიც მოვიდა. „ნაპოლიმ“ ზაფხულში 150 მილიონის ინვესტიცია განახორციელა, რაც ტოტალური ცვლილებების საფუძველია.

ფეხბურთში, რომელიც პატივს არ სცემს წესებს და ამახინჯებს კონკურენციას, ვაჩვენეთ, რომ შესაძლებელია სკუდეტოს მოგება ვალების გარეშე, ჩვენი ღირებულებების ერთგულებით. ჩვენ მედლის მეორე მხარე ვართ და ასევე გვინდა დარჩენა“, - თქვა დე ლაურენტისმა.

0.129515