ფეხბურთი

12:53 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

არტეტამ „არსენალთან“ კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ კლუბთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა - გვამცნობს New York Times.

წინა ხელშეკრულება არტეტას მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, მაგრამ ორივე მხარემ გადადგა ნაბიჯები გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად და ახლა ის სამი წლით გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულება მწვრთნელს „არსენალში“ 2027 წლამდე მუშაობის საშუალებას მისცემს. ესპანელმა მწვრთნელმა ინგლისური კლუბი 2019 წელს ჩაიბარა.

„არსენალი“ ინგლისის პრემიერლიგის 2024/2025 წლების სეზონში მეოთხე ადგილზეა. გუნდმა სამი მატჩიდან შვიდი ქულა დააგროვა.

0.110719