ფეხბურთი

21:30 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი: "რომ ვერ მოგვეგო, კრიტიკა მეტი იქნებოდა, საქართველოში ცუდი მატჩი გვქონდა"

ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინასთან გამარჯვების (3:2) შემდეგ ისაუბრა. მან კვლავ გაიხსენა თბილისში, საქართველოსთან მარცხი და აღნიშნა, რომ ამჯერად მისმა ფეხბურთელებმა თავდადება გამოავლინეს.

„მატჩის წინ ბევრი თეორია გავაკეთეთ, ოთხ მცველზე გადავედით, ახლა ლამაზ და სასიამოვნო ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ, მაგრამ ფეხბურთელებმა იბრძოლეს. რთული მატჩი იყო, ბიჭებს მადლობა ხასიათის გამოჩენისთვის. საქართველოში ეს არ გამოგვივიდა, მაგრამ მიხარია, რომ ახლა კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. თუმცა, გარკვეული ხარვეზები იყო.

რომ ვერ მოგვეგო, კრიტიკა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. პირველი თამაში არ იყო კარგი, ეს ყველამ ვიცით. ამჯერად, თავდადებისთვის ფეხბურთელები დიდ მადლობას იმსახურებენ, მათ მინდორზე ყველაფერი გაიღეს.

რა თქმა უნდა, რთულია ყველაზე დიდი ვარსკვლავის სკამზე დატოვება (შიკი - რედ), მაგრამ საქართველოში არა მარტო მას, არამედ რამდენიმე ფეხბურთელს არ გამოუვიდა თამაში, ამიტომ რამდენიმე ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე დავტოვე. მიხარია, რომ გამარჯვება შევძელით”, - თქვა ჰაშეკმა.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ ერთა ლიგის პირველ ჯგუფს 6 ქულით საქართველო ლიდერობს, ჩეხეთს და ალბანეთს 3-3- ქულა აქვთ, ხოლო უკრაინას - 0. მომდევნო ტურის მატჩები 11 ოქტომბერს გაიმართება: უკრაინა-საქართველო და ჩეხეთი-ალბანეთი.

0.109105