ფეხბურთი

14:41 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის წარმატებული მატჩების შემდეგ ფიფას რეიტინგში დაწინაურდება.

ფიფა რეიტინგს ოფიციალურად 19 სექტემბერს განაახლებს, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ვილი სანიოლის გუნდი სამი საფეხურით დაწინაურდება.

საქართველომ ჩეხეთსა (4:1) და ალბანეთთან (1:0) გამარჯვებების შედეგად რეიტინგს 16.81 ქულა შემატა, შესაბამისად, ჯამში 1.378.22 ქულით 70-ე ადგილიდან 67-ე პოზიციამდე აღზევდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი, ვინც უკან მოიტოვა, ალბანეთის ნაკრებია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და B დივიზიონის პირველ ჯგუფში ლიდერია. მომდევნო სანაკრებო პაუზა ოქტომბერში იქნება, საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, პოზნანში უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს, ბათუმში ალბანეთს უმასპინძლებს.

0.117692