ფეხბურთი

15:55 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მაურისიო პოჩეტინო აშშ-ს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინო დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

52 წლის სპეციალისტი აშშ-ს 2026 წლის მუნდიალზე გაწვრთნის, რომლის თანამასპინძელი მექსიკასა და კანადასთან ერთად სწორედ ამერიკაა.

არგენტინელ მწვრთნელს აქამდე „ესპანიოლში“, „საუთჰემპტონში“, „ტოტენჰემში“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსიში“ უმუშავია.

0.116674