საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მოლდოვის შესაბამის ასაკობრივ გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ამჯერად ფრეს დასჯერდა.
ორი დღის წინ ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს 3:1 აჯობეს, თუმცა, ახლა მოლდოვამ უფრო სერიოზული წინააღმდეგ გაუწია მასპინძელს. სტუმრები 29-ე წუთზე ნიკიტა ჟოსანის გოლით დაწინაურდნენ და ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ 89-ე წუთზე რევაზ კირვალიძემ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - 1:1.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიტაურის გუნდი, ოქტომბერში გასამართ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ჯგუფში, 17-წლამდელთა მეტოქეები მასპინძელი - სლოვენია, პოლონეთი და სომხეთი იქნებიან.