ფეხბურთი

14:12 | 10.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალის“ კაპიტანი და ლიდერი ედეგორი ეროვნული ნაკრების მატჩში დაშავდა

ერთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში ავსტრიასთან (2:1) შეხვედრისას, ტრავმის გამო მოედანი ნორვეგიელმა ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა დატოვა.

მატჩის 67-ე წუთზე 25 წლის ფეხბურთელმა ტერფი შეიბრუნა და მის ნაცვლად მინდორზე კრისტიან ტორსტვედტი შევიდა. მარტინმა ამ სეზონში ოთხი შხვედრა ჩაატარაა, გოლი არ გაუტანია.

მეცხრე წუთზე ანგარიში ნორვეგიელმა ნახევარმცველმა ფელიქს ჰორნემ გახსნა. 37-ზე ავსტრიელმა მარსელ ზაბიცერმა გაათანაბრა. 80-ე წუთზე კი ერლინგ ჰოლანდმა მატჩის საბოლოო ანგარიში - 2:1 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ედეგორმა პრემიერლიგის 35 მატჩში რვა ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.115607