ფეხბურთი

13:38 | 10.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ მზადაა მუსიალასთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად

„ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა ნახევარმცველ ჯამალ მუსიალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

„გვინდა, რომ ის ჩვენთან რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. ვფიქრობ, ის შეიძლება გახდეს შემდეგი თომას მიულერი და გუნდში დარჩეს მომდევნო 20 წლის განმავლობაში“, - ციტირებს ჰაინერის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ ტვიტერი).

21 წლის მუსიალას კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულში ეწურება ვადა. ნახევარმცველმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში 166 მატჩი ჩაატარა, 44 ბურთი გაიტანა და 31 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.108776