ფეხბურთი

11:08 | 10.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მემფის დეპაი „კორინთიანსის“ ფეხბურთელი გახდა

ნიდერლანდების ნაკრების 30 წლის თავდამსხმელი მემფის დეპაი „კორინთიანსის“ფეხბურთელი გახდა - გვამცნობს ბრაზილიური კლუბის პრესსამსახური. ფეხბურთელის კონტრაქტი ახალ გუნდთან 2026 წლის 31 დეკემბრამდეა ძალაში.

დეპაის ბოლო კლუბი მადრიდის „ატლეტიკო“ გახლდათ, რომელთანაც კონტრაქტი გასულ ივლისს დაუსრულდა. თავდამსხმელი მადრიდულ კლუბში „ბარსელონადან“ გადავიდა, რომელშიც 2021 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან „ბლაუგრანაში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში 14 გოლი გაიტანა. ასევე კარიერის განმავლობაში ფეხბურთელი პსვ-ში, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლიონში“ ირჯებოდა. ნიდერლანდების ნაკრებში მემფისმა 98 თამაში ჩაატარა და 46 გოლი გაიტანა.

0.115239