ფეხბურთი

1:00 | 10.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების ზედიზედ მეორე მოგება ერთა ლიგაზე, საფრანგეთმა ბელგიას აჯობა

უეფას ერთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩები სამი დივიზიონის სხვადასხვა ჯგუფში გაიმართა.

A დივიზიონის მეორე ჯგუფში იტალიის ნაკრებმა ბუდაპეშტში, სტუმრის რანგში ისრაელის ნაკრები 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა.

„სკუადრა აძურამ“ სამი დღის წინ საფრანგეთში მოიგო, თანაც შთამბეჭდავი ფეხბურთით და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ პერიოდს კარგ ფორმაში შეხვდა. იტალია დავიდე ფრატეზის და მოიზე კინის გოლებით დამაჯერებლად უგებდა, მასპინძლებმა მხოლოდ მატჩის ბოლო წუთზე შეძლეს პრესტიჟის გოლის გატანა, მაგრამ ამას შედეგი არ შეუცვლია.

საფრანგეთის ნაკრებმა იტალიასთან მძიმე მარცხის შემდეგ ლიონში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა, რომელიც 2:0 დაამარცხა რანდალ კოლო მუანის და უსმან დემბელეს გოლებით. ჯგუფს ორი ტურის შემდეგ იტალია 6 ქულით ლიდერობს, საფრანგეთს და ბელგიას 3-3 ქულა აქვთ, ხოლო ისრაელი უქულოდაა. მომდევნო ტურში 10 ოქტომბერს, იტალია ბელგიას უმასპინძლებს, ხოლო ისრაელი - საფრანგეთს.

A დივიზიონი

საფრანგეთი - ბელგია 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კოლო მუანი (29), 2:0 დემბელე (57)

ისრაელი - იტალია 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ფრატეზი (38), 0:2 კინი (62), 1:2 აბუ ფანი (90)

1. იტალია 2 2 0 0 5 2 3 6
2. საფრანგეთი 2 1 0 1 3 3 0 3
3. ბელგია 2 1 0 1 3 3 0 3
4. ისრაელი 2 0 0 2 2 5 -3 0

B დივიზიონს ორ ჯგუფში გაიმართა მეორე ტურის მატჩები. სლოვენიის ნაკრებმა ბენჟამინ შეშკოს ჰეთ-თრიქით ყაზახეთს ადვილად, 3:0 აჯობა, ხოლო ნორვეგიიას ნაკრებმა 2:1 დაამარცხა ავსტრია. გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს ცხადია, რომ ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა.

სლოვენია და ნორვეგია 4-4 ქულით ლიდერები არიან, ხოლო ავსტრიას და ყაზახეთს თითო ქულა აქვთ. მესამე ტურში ნორვეგია სლოვენიას უმასპინძლებს, ავსტრია კი ყაზახეთს.

B დივიზიონი

ნორვეგია - ავსტრია 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 მირე (9), 1:1 ზაბიცერი (37), 2:1 ჰოლანდი (80)

სლოვენია - ყაზახეთი 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 შეშკო (23), 2:0 შეშკო (28), 3:0 შეშკო (63)

1. სლოვენია 2 1 1 0 4 1 3 4
2. ნორვეგია 2 1 1 0 2 1 1 4
3. ავსტრია 2 0 1 1 2 3 -1 1
4. ყაზახეთი 2 0 1 1 0 3 -3 1

ამავე დივიზიონის მეოთხე ჯგუფში თურქეთის ნაკრებმა ქერემ აკტურკოღლუს ჰეთ-თრიქით ისლანდიას აჯობა 3:1, ხოლო უელსმა სტუმრად მონტენეგრო 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კრეიგ ბელამის გუნდი უკვე მესამე წუთზე 2:0-ს იგებდა.

თურქეთი და უელსი 4-4 ქულით არიან ლიდერები, ისლანდიას 3 ქულა აქვს, ხოლო მონტენეგრო უქულოდაა. მომდევნო ტურში 11 ოქტომბერს, თურქეთი მონტენეგროს უმასპინძლებს, ისლანდია კი უელსს.

მონტენეგრო - უელსი 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 მური (1), 0:2 უილსონი (3), 1:2 კამაი (73)

თურქეთი - ისლანდია 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 აკტურკოღლუ (2), 1:1 პალსონი (37), 2:1 აკტურკოღლუ (52), 3:1 აკტურკოღლუ (88)

1. თურქეთი 2 1 1 0 3 1 2 4
2. უელსი 2 1 1 0 2 1 1 4
3. ისლანდია 2 1 0 1 3 3 0 3
4. მონტენეგრო 2 0 0 2 1 4 -3 0

C დივიზიონი

კვიპროსი - კოსოვო 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 მურიქი (9), 0:2 მურიქი (21), 0:3 რაჰმანი (48), 0:4 დელოვა (55)

რუმინეთი - ლიეტუვა 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 მიჰაილა (4), 1:1 კუჩისი (34), 2:1 მარინი (87), 3:1 მიტრიტა (90)

1. რუმინეთი 2 2 0 0 6 1 5 6
2. კოსოვო 2 1 0 1 4 3 1 3
3. კვიპროსი 2 1 0 1 1 4 -3 3
4. ლიეტუვა 2 0 0 2 1 4 -3 0
0.121107