ფეხბურთი

16:24 | 9.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ბერნალი ერთი წლით გამოაკლდა

„ბარსელონას“ ნიჭიერი ნახევარმცველის, მარკ ბერნალის ტრავმა ძალიან მძიმე გამოდგა, იმაზე სერიოზული, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ.

ბერნალი მოედანზე 12 თვის განმავლობაში ვერ გავა, მას ოპერაცია სჭირდება.

17 წლის ფეხბურთელმა „ბარსელონას“ მთავარ გუნდში თამაში მიმდინარე სეზონში დაიწყო და ლა ლიგაში სამი მატჩიც ჩაატარა, მაგრამ „რაიო ვალეკანოსთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდა.

0.112258