ფეხბურთი

14:04 | 9.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტე: "ვამაყობ გუნდით, რომელიც ჩემს გაოცებას არ წყვეტს"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ შვეიცარიასთან გამარჯვების (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი მეოცე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა, მაგრამ მაინც ადვილად მოიგო.

„ჩვენ ძალიან სრულყოფილად ვითამაშეთ, გუნდი მოედანზე თავს კარგად გრძნობდა და 10 ფეხბურთელითაც სრულყოფილები ვიყავით. ეს გუნდი სავსეა თავდაჯერებულობით და ამავე დროს თავმდაბალია, რადგან, რასაც ისინი აკეთებენ, ისტორიულია. ვგრძნობთ, რომ ქვეყნისთვის რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებთ, ადამიანებს ამ გუნდთან იდენტიფიცირება შეუძლიათ. ვამაყობ გუნდით, რომელიც არ წყვეტს ჩემს გაოცებას. რაც მთავარია გაუმჯობესების პოტენციალი გვაქვს“, - თქვა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთს ერთა ლიგის ორ ტურში 4 ქულა აქვს, ჯგუფს კი, დანია 6 ქულით ლიდერობს.

0.110124