ფეხბურთი

11:04 | 9.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩე" "იუვენტუსის" ფეხბურთელს დაიმატებს

სერბი ფეხბურთელი ფილიპ კოსტიჩი კარიერას სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს.

31 წლის ნახევარმცველი სტამბოლშია, სადაც კონტრაქტს ხელს მოაწერს. „იუვენტუსის“ ფეხბურთელი თურქულ კლუბს მიმდინარე სეზონის იჯარით შეუერთდება. კოსტიჩი ტურინელთა ახალ პროექტში არ შედიოდა და გუნდს ჩამოაშორეს.

სერბმა „იუვეში“ 2022 წლიდან 87 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „აინტრახტში“, „ჰამბურგში“, „შტუტგარტში“, „გრონინგენსა“ და „რადნიჩკიში“ თამაშობდა.

0.135127