ჩოგბურთი

1:38 | 9.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკის ღია პირველობა იანიკ სინერმა მოიგო (VIDEO)

ATP-ის რეიტინგის ლიდერმა იანიკ სინერმა ამერიკის ღია პირველობა მოიგო. იტალიელმა ფინალში მასპინძელი ტეილორ ფრიტცი უშანსოდ, 3:0 დაამარცხა.

შეხვედრა მხოლოდ ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა, რაც დიდი სლემის ფინალისთვის მამაკაცებს შორის, საკმაოდ დაბალი შედეგია. თუმცა, ცხადია, ეს სინერის დომინაციაზე მიანიშნებს, რომელმაც მეტოქეს 6:3, 6:4, 7:5 აჯობა.

იანიკ სინერმა კარიერაში პირველად მოიგო ამერიკის ღია პირველობა, ხოლო დიდი სლემი მეორედ და ორჯერვე ამის გაკეთება წელს მოახერხა (მანამდე ავსტრალიაში გახდა ჩემპიონი), ასე რომ, იტალიელ ჩოგბურთელს საუკეთესო პერიოდი აქვს.

0.116417