ფეხბურთი

1:00 | 9.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: პორტუგალიას რონალდუმ მოაგებინა, ესპანეთმა შვეიცარიაში დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩები რამდენიმე ჯგუფში გაიმართა და საინტერესო შეხვედრებიც შედგა.

A დივიზიონის პირველ ჯგუფში პორტუგალიამ შოტლანდიას დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია. სკოტ მაკტომინეის გოლით პირველი ნახევარი სტუმრებმა მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. კრიშტიანუ რონალდუ მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, მანამდე თადარიგში იყო და სწორედ მან გაიტანა გამარჯვების გოლი.

ანგარიში მანამდე ბრუნო ფერნანდეშმა გაათანაბრა, ხოლო რონალდუმ 88-ე წუთზე შეაგდო და პორტუგალიას მოაგებინა. ამავე ჯგუფში ხორვატიამ ლუკა მოდრიჩის გოლით აჯობა საკუთარ მოედანზე პოლონეთის ნაკრებს.

პორტუგალია 6 ქულით ლიდერია, ხორვატიას და პოლონეთს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო შოტლანდიამ ორივე თამაში წააგო. მესამე ტურში პორტუგალია პოლონეთს ეთამაშება, ხორვატია შოტლანდიას დაუპირისპირდება.

A დივიზიონი

პორტუგალია - შოტლანდია 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 მაკტომინეი (7), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (54), 2:1 რონალდო (88)

ხორვატია - პოლონეთი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მოდრიჩი (52)

1. პორტუგალია

2 2 0 0 4 2 2 6
2. ხორვატია

2 1 0 1 2 2 0 3
3. პოლონეთი

2 1 0 1 3 3 0 3
4. შოტლანდია

2 0 0 2 3 5 -2 0

მეოთხე ჯგუფში ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა შვეიცარია ბაზელში 4:1 დაამარცხა. პირინელები მე-13 წუთზე უკვე ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, შემდეგ, მეოცე წუთზე წუთზე რობინ ლე ნორმანი გააძევეს და შვეიცარიას შანსი გაუჩნდა, რომელმაც ტაიმის მიწურულს სხვაობა შეამცირა. თუმცა, მეორე ნახევარში 10-კაციანმა ესპანეთმა ორი გოლი კიდევ გაიტანა და ადვილად მოიგო.

ამავე ჯგუფში დანიამ 2:0 მოუგო სერბეთის ძალიან უსახურ ნაკრებს, რომლის თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს. დანია ლიდერობს ჯგუფს 6 ქულით, შემდეგ ესპანეთია 4 ქულით, სერბეთს 1 ქულა აქვს, ხოლო შვეიცარიას ჯერ ქულა არ მოუპოვებია.

შვეიცარია - ესპანეთი 1:4 (1:2)

გოლები: 0:1 ხოსელუ (4), 0:2 ფაბიან რუისი (13), 1:2 ამდუნი (41), 1:3 ფაბიან რუისი (77), 1:4 ფერან ტორესი (80)

დანია - სერბეთი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 გრონბაეკი (36), 2:0 პოულსენი (61)

1. დანია 2 2 0 0 4 0 4 6
2. ესპანეთი 2 1 1 0 4 1 3 4
3. სერბეთი 2 0 1 1 0 2 -2 1
4. შვეიცარია 2 0 0 2 1 6 -5 0

C დივიზიონი

C დივიზიონში შვედეთმა ესტონეთს ადვილად აჯობა, პირველივე ტაიმში გაუტანა სამი უპასუხო გოლი, ხოლო სლოვაკეთს აზერბაიჯანთან არ ჰქონია პრობლემა. ბელარუსმა და ბულგარეთმა შესაბამისად, ლუქსემბურგს და ჩრდილოეთ ირლანდიას მინიმალურად აჯობეს.

ერთი მატჩი D ლიგაში იყო, სადაც გიბრალტარი ძალიან ახლოს იყო ლიხტენშტეინის დამარცხებასთან მაგრამ კომპენსირებულ დროში გაუშვა და ქულას დასჯერდა.

შვედეთი - ესტონეთი 3:0 (3:0)

გოლები: 1:0 გიოკერესი (30), 2:0 ისაკი (40), 3:0 გიოკერესი (44)

სლოვაკეთი - აზერბაიჯანი 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 დუდა (22), 2:0 სტრელეცი (26)

1. შვედეთი 2 2 0 0 6 1 5 6
2. სლოვაკეთი 2 2 0 0 3 0 3 6
3. აზერბაიჯანი 2 0 0 2 1 5 -4 0
4. ესტონეთი 2 0 0 2 0 4 -4 0

ლუქსემბურგი - ბელარუსი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 გრომიკო (76)

ბულგარეთი - ჩრდ. ირლანდია 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 დესპოდოვი (40)

1. ბელარუსი 2 1 1 0 1 0 1 4
2. ბულგარეთი 2 1 1 0 1 0 1 4
3. ჩრდ. ირლანდია 2 1 0 1 2 1 1 3
4. ლუქსემბურგი 2 0 0 2 0 3 -3 0

D დივიზიონი

გიბრალტარი - ლიხტენშტეინი 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 უოლკერი (8), 1:1 საგლამი (53), 2:1 სკანლონი (90), 2:2 ჰასლერი (90)

1. სან მარინო 1 1 0 0 1 0 1 3
2. გიბრალტარი 1 0 1 0 2 2 0 1
3. ლიხტენშტეინი 2 0 1 1 2 3 -1 1
0.142188