ფეხბურთი

22:00 | 8.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "დელ პიერო, ტოტი და ბაჯო არ გვყავს, მაგრამ ძმები ვართ"

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისრაელთან მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მის გუნდში ფეხბურთელები ძმებივით არიან და ერთმანეთის დასახმარებლად მოედანზე ყველაფერს აკეთებენ.

„იტალიის მსგავს ერს ყოველთვის ეყოლება 20 ფეხბურთელი ძლიერი ნაკრების შესაქმნელად, თუნდაც რთულ მომენტში. შესაძლოა, ტექნიკური თვალსაზრისით არ გვყავს დელ პიერო, ბაჯო ან ტოტი, რომლებიც განსხვავებას ქმნიდნენ, მაგრამ ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც მზად არიან თავგანწირვისთვის. ყველას შეუძლია ყველაფერი გაიღოს თანაგუნდელის დასახმარებლად. საფრანგეთის წინააღმდეგ ჩვენ გუნდზე მეტი ვიყავით, ძმები, რომლებიც მუშაობდნენ გუნდურად და ეს სირთულეების გადალახვაში გეხმარებათ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ ტურში საფრანგეთი 3:1 დაამარცხა, ხოლო ისრაელს 9 სექტემბერს დაუპირისპირდება.

0.123402